მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებში ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით აღინიშნა დედამიწის დღე. მოსწავლეები სლოგანის - „ჩვენ გვიყვარს დედამიწა“ გარშემო გაერთიანდნენ და ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
სკოლაში ასევე საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა, სადაც აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება.
აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო