მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვის მიმართულებით სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი.
სწორედ ეკოკლუბის ორგანიზებით, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება და ამჯერად, მოსწავლეებმა ქაღალდის გადამუშავებაზე ისაუბრეს - ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია, თუ რა სარგებელი მოაქვს მას საზოგადოებისთვის. ალბათ, ჩვენი მკითხველისთვისაც არ იქნება ინტერესსმოკლებული იცოდეს, რომ ქაღალდის გადამუშავებას უკავშირდება:
• ნედლეულის კონსერვაცია;
• ნაგვის შემცირება;
• დაბინძურების შემცირება;
• ნაგავსაყრელის მწირი სივრცის საჭიროების შენარჩუნება;
• სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა;
• სიღარიბის პროცენტულობის შემცირება;
• საზოგადოების მონაწილეობის წახალისება;
• მეწარმეობის გაძლიერება.
აქტივობის ფარგლებში, 8 აპრილს, ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა სკოლაში მიიტანეს შეგროვებული მაკულატურა. გამოყენებული ქაღალდებისაგან მათ ბარათები დაამზადეს, რომლის ნიადაგში მოხვედრის შემდეგაც მისგან მცენარე ამოვა.
მოსწავლეებმა ქაღალდები წვრილ-წვრილ ნაწილებად დაჭრეს, წყალში ჩაალბეს, დაამუშავეს და მასში მცენარეთა თესლები შეურიეს. მიღებული სველი მასა გადაიტანეს და გააფინეს პოლიეთილენის პარკზე. გაშრობის შემდეგ დაჭრეს და სასკოლო საზოგადოებას დაურიგეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან აქტივობის დაგეგმვისას შთაგონების წყარო გახლდათ ჰერბა/Herba დარგე ემოცია და უნდა ითქვას, რომ ეკოკლუბელების ღონისძებასაც არ ჩაუვლია „ეკო-ემოციების“ გარეშე. ეს გახლდათ გზავნილი, რომ თვითოეული ჩვანგანის ვალია ეკოლოგიაზე ზრუნვა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო