მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მეორე (დამრიგებელი მაია მთვარაძე) და მეოთხე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნინო ნინიაშვილი), ბუნების მასწავლებლის - მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე გაითამაშეს სცენარი და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, თუ რა საშიშროების წინაშე დგას დედამიწა ადამიანების დაუდევრობის გამო.
„მათ ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დედამიწა გადარჩეს. ის ხომ მათი საერთო სახლია და მასაც მოვლა და მოფერება სჭირდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა მიმართეს დამსწრე საზოგადოებას სიტყვებით - „ნუ მოჭრით ხეს“, „ნუ დაანაგვიანებთ გარემოს“, „ნუ დააბინძურებთ წყალს“, „გავუფრთხილდეთ ცხოველებს“.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ანიმაციის ყურებისას, მათ უფრო მეტად გაითავისეს, თუ რა საშიშროების წინაშე დგას დედამიწა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ასევე მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პროექტი წარადგინეს, სადაც ისაუბრეს თუ როდის და როგორ დაარსდა დედამიწის დღე.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო