სიახლეები
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა
22-04-2024
-
+


ქალაქ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა.

სამივე საფეხურის მოსწავლეებმა  დამრიგებლების უშუალო ინიციატივით და საგნის პედაგოგების მხარდაჭერით საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

აქტივობები მოიცავდა ანიმაციური ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს, მოსახლეობასთან ინტერვიუებს, პრეზენტაციებს, ვიდეოკლიპებს, პოსტერებს, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას  ემსახურებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით გამართული ფლეშმობით მოსწავლეებმა თავიანთი ემოცია გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში კათედრების ჩართულობა აქტუალურია.

ამ მიზნით, მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის ციცი ჭანტურიას ორგანიზებით გადაწყვიტეს დაწყებითი საფეხურის მე-3 კლასის მოსწავლეებთან და მათ დამრიგებელთან სოფიო არქანიასთან ეთანამშრომლათ. ანიმაციური ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დუსკუსია თემაზე „რას ეტყოდით დამწუხრებულ დედამიწას”. მოსწავლეები გულწრფელად პასუხობდნენ და ცდილობდნენ ერთობლივად გადაჭრის გზების ძიებას. გაკვეთილის ბოლოს, მათ შთაბეჭდილებები მოკლე ჩანაწერებით გამოხატეს.

მეორე კლასის ინგლისური ენის მასწავლებელმა - ციცი ჭანტურიამ მეორე კლასის მოსწავლეებთან ერთად, პირველი კლასის მოსწავლეებისთვის დაამზადეს საინფორმაციო წიგნის სანიშნები, პოსტერები.

„პატარები ძალიან გაახარა ამ აქტივობამ. მნიშვნელოვანია, მათ ამ ასაკიდანვე ჩავუნერგოთ ბუნების სიყვარული, თუ როგორ მოვუფრხილდეთ მას“, - აღნიშნავენ სკოლაში.


ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე მერვე კლასში, სახალისო აქტივობა-თამაში მოეწყო.

გამონაკლისი მე-10 კლასის მოსწავლეებიც არ ყოფილან, რომელთა დამრიგებელი-ნინო კალანდია გახლავთ.

მათ, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, მე-4 კლასის მოსწავლეებს( დამრიგებელი-მარიკა ფიფია) წარუდგინეს პრეზენაცია “დავასუფთაოთ მსოფლიო”.

მე-10 კლასელებმა, ასევე მე-4 და მე-7 კლასების მოსწავლეებს (დამრიგებელები ნელი სამუშია და ქეთო ღვინჯილია) წარუდგინეს აღნიშნული პრეზენტაცია.

გარემოსდაცვითი მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩით იმ ცოდნით, მომზადებით და ინტერესით, რომელსაც მოსწავლეები იჩენდნენ გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში მთელი პრეზენტაციის განმავლობაში“, - აღნიშნავს პედაგოგი ნინო კალანდია.

პრეზენტაციის შემდეგ, მე-10 კლასის მოსწავლეებმა მათ შესთავაზეს აქტივობა: „დავახარისხოთ ნარჩენები”. ასევე, უჩვენეს მაიკლ ჯექსონის ცნობილ სიმღერაზე „დედამიწის სიმღერა” , ვიდეოკლიპი. ვიდეოს ყურებისას, მოსწავლეები ინიშნავდნენ კლიპში ასახულ პრობლემებს, ისაუბრეს შედეგებზე და  მოგვარების გზებზე.

როგორც კლასის დამრიგებელმა, მარიკა ფიფიამ აღნიშნა, ასეთი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და იზრუნებენ უკეთესი მომავლისთვის.

„განსაკუთრებული აქტუალობა უნდა მივანიჭოთ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემის გააზრებას სწავლების დაწყებით საფეხურზე და მოსწავლეებს სისტემატურად შევთავაზოთ აქტივობები, რომელთა პრაქტიკულად განხორციელება საკუთარი ქვეყნის და ზოგადად, გარემოს მიმართ მზრუნველობით დამოკიდებულებას ჩამოუყალიბებს მათ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ამ მიზნით, კიდევ ერთხელ ითანამშრომლა მე-8 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მეორე კლასის მოსწავლეებთან. გაკვეთილი სადისკუსიო რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა შეძლეს პრობლემის გამოვლენა და მისი გადაჭრის გზების ძიება უფროსკლასელების დახმარებით.

lll კლასის მოსწავლეებმა კი დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, განახორციელეს მრავალფეროვანი აქტივობები.

„დედამიწის დღის აღნიშვნა კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ ვალდებულება, შევისწავლოთ მეტი გარემოს შესახებ და ვიმსჯელოთ მისი დაცვის გზებზე“, - გვიყვება პედაგოგი სოფო არქანია.

მოსწავლეებმა დაასუფთავეს პარკის მიმდებარე ტერიტორია, შექმნეს პოსტერები, იმღერეს და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება. სწორედ, ამ დღის მთავარი მიზანი ცნობიერების ამაღლებაა, რათა გავუფრთხილდეთ დედამიწას.

დედამიწის დღე, საინტერესოდ აღინიშნა ასევე, ბიოლოგიის და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებით, მე-8 კლასელებთან.

ბავსვებმა პრეზენტაცია გააკეთეს გარემოს დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე, ქუჩის ძაღლების საჭიროებასა და თავშესაფრის პრობლემატურ საკითხებზე.

მათ, ბუნების სიდიადე და მშვენიერება გამოხატეს ლამაზი ლექსებით.

ამავე დღეს მიეძღვნა პედაგოგ ქვათი ჯოლოხავას არაჩვეულებრივი აქტივობა. დაწყებითი კლასების მოსწავლეები ფლეშმობში ჩაერთნენ. მათ იცეკვეს, იმღერეს და სამყაროს სიყვარული გაუგზავნეს.

ანა ჭანიამ და მისმა მეხუთე კლასელებმა სითბო და სიყვარული მუძღვნეს დედამიწელებს.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო მედეა როგავას საგაკვეთილო აქტივობა, რომელიც მთლიანად მიეძღვნა დედამიწის, გარემოს დაბინძურების პრობლემების წარმოჩენას. 

გეოგრაფიის პედაგოგის - ნანა ჯაბურიას ინტეგრირებული გაკვეთილი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მან მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ დედამიწას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
















კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

საკადრო გადანაცვლება განათლების სამინისტროში - ხარისხის განვითარების ცენტრს ახალ დირექტორი ჰყავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი

„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება