მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ, ამ მიმართულებით კი მოწაფეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, ორჯის საჯარო სკოლაში, არაფორმალური განათლების ფარგლებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა. თემის - „ჩვენ და დედამიწა“ ფარგლებში მოსწავლეებმა დახატეს და გარემოსდაცვითი ხასიათის პოსტერები, იმსჯელეს თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე, საბოლოოდ კი დაამზადეს აბრა.
თითოეულმა მოსწავლემ აბრაზე დახატა ხელის გული, ამით კი მზაობა განაცხადა, რომ აქტიურად იზრუნებს დედამიწაზე.
საინტერესო აქტივობებს ორგანიზება გაუწიეს მე და საზოგადოებისა და ხელოვნების ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა - ასია ანტონიანმა და დალი ყავრელიშვილმა.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო