მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბუნებრივ გარემოს, რომ დაცვა და მოფრთხილება სჭირდება კარგად იციან თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში პედაგოგ ლიანა ქსოვრელის ხელმძღვანელობით, ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომლებიც შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებით ხასიათს ატარებდა. მოსწავლეებმა მოხატეს ასფალტი და გარემოსდაცვით თემებზე ნახატები შექმნეს.
აქტივობებში მე-4, მე-5, მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობა აღნიშნეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას დაცვა სჭირდება.
დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში მხატვრული ლიტერატურის კითხვის წასახალისებლად არაერთი ღონისძიება იმართება
ღონისძიების მიზანი იყო კიბოს შესახებ მოსწავლეებისა და საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება