მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
18 აპრილს, სკოლის IX-X კლასებში ისტორიის მასწავლებელმა - ია ტუშურმა კულტურული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი - „თბილისის კულტურული ძეგლები“, სადაც მოსწავლეებმა ნასწავლი მასალისა და მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები სამების, მეტეხის, ანჩისხატის, ქაშვეთის შესახებ, ისაუბრეს მათ ისტორიებზე, იმსჯელეს თბილისის ძველ და ახალ ხედებზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტ-გაკვეთილი ეყრდნობოდა საგნობრივ სტანდარტებს, რომლის მთავარი მიზანი იყო: მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ქართული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები ეს კულტურული მემკვიდრეობაა და სათუთი ფენომენია, რომელიც მოითხოვს დაცვას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც