მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.
ამ დღეს სკოლის დაწყებითი და მე-7 კლასის მოსწავლეები დევიზით - „დაბინძურებული გარემო საფრთხეა-გაუფრთხილდეთ დედამიწას!” შეუერთდნენ.
ბავშვებმა, მე-7 კლასის პედაგოგ მაია რიჟამაძისა და მე-4 კლასის მასწავლებელ ეკატერინე თედეშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზო დაასუფთავეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ გარემოზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება აუცილებელია.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო