მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს და ასეთ დროს, მხოლოდ საგნობრივი ცოდნა არასაკმარისია, ამიტომ პედაგოგები მათი განათლებულ, სამაგალითო მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბუეს სკოლის მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი მოქლაქეობრივი თვითშეგნებით გამოირჩევიან. ამის დასტურიცაა ახლახან ჩატარებული კვირეული, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში V და II კლასის მოსწავლეებმა, სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაატარეს ღონისძიება. მათ მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გააჟღერეს გამოჩენილ ადამიანთა სიტყვები დედაენაზე და ქართულ დამწერლობაზე, ასევე გამართეს მრავალფეროვანი ნამუშევრეგბის გამოფენა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაესწრნენ I კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც ხალისით წაიკითხეს ნახატების ქვეშ მიწერილი წარწერები.
სკოლაში დედაენის კუთხეც განაახლეს, რომელიც III კლასის მოსწავლეებს აჩვენეს და გააცნეს დედაენის მინიატურული ძეგლი, რაც მათთვის ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ღონისძიების ორგანიზატორები: ელიზა კევლიშვილი, მარინა ტურაშვილი და ნინო ტიღაშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო