მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
პირველი კლასის პედაგოგმა - სოფიკო ტვილდიანმა კლასში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა „დედამიწა ჩვენი სახლია“ განახორციელა. მოსწავლეები 22 აპრილის მნიშვნელობას გაეცნენ. მათ ასევე განიხილეს დედამიწა, როგორც მზის სისტემის ნაწილი და როგორც მრავალათასწლეულოვანი ციური სხეული.
ბავშვებმა დახატეს და გააფერადეს პოსტერები „მოვუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას!“
მათ, ასევე მასწავლებლის დახმარებით შექმნეს კედლის გაზეთი, უყურეს შემეცნებით ფილმებს, ჟირაფი ჟოზეს „გავუფრთხილდეთ დედამიწას“.
მოსწავლეებმა გაითავისეს დედამიწის მნიშვნელობა, ადამიანების როლი დედამიწის გადარჩენის საქმეში. მათ, ასევე შეიმეცნეს, რომ დედამიწა ყველას საერთო სახლია და მას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა