მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს და ასეთ დროს, მხოლოდ საგნობრივი ცოდნა არასაკმარისია - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რცხმელურის სკოლის მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი მოქლაქეობრივი თვითშეგნებით გამოირჩევიან.
ამის დასტურიცაა ახლახან ჩატარებული კვირეული, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა და რომელშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ და წარუდგინეს აუდიტორიას.
ასევე, სკოლაში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და მცირედი საჩუქრებით.
მოსწავლეებმა ინფორმირების მიზნით, დაამზადეს პოსტერები - „არა ბარბარიზმებს“, ასევე შექმნეს შთამბეჭდავი კედლის გაზეთი.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის დასასრულს გაიმართა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და გააჟღერეს ფრაზები ქართული ენის შესახებ, მათ ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილზეც, და ბოლოს, შეასრულეს მუსიკალური ნომრებიც.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო