მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დედამიწის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ.
გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. აღნიშვნა კი ხეების დარგვით დაიწყეს, ხეხილის ნერგები სკოლის დირექტორმა - რამაზ ძირკვაძემ შეიძინა და პირველი ხეც თავად დარგო. ამის შემდეგ ბავშვებმა გარემო დაასუფთავეს.
მათ, დედამიწას უანგაროდ ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ უფროსკლასელები სოფელ დარაქოვში გავიდნენ და იმ სკოლის ეზოს გამწვანებაშიც ჩაერთნენ.
ეს დღე თამაშით დაასრულეს, რამაც ბავშვები ძალიან გაახალისა.
მოსწავლეებმა საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო