მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეიბიჯიეს აკადემია“ საზოგადოებას კიდევ ერთ საჭირო და საინტერესო ორთვიან საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს.
„საბაზო პროფესიული უნარების კურსს“ პროფესიული უნარების მენტორი - ეკატერინე ჩერქეზიშვილი გაუძღვება. რადგანაც, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა (საბაზო უნარები სპეცმასწავლებლების მომზადებისთვის) წელს პირველად ტარდება, „ეიბიჯიეს აკადემიამ“ გარემოება გაითვალისწინა და მსურველებს კურსის გავლა უდიდესი ფასდაკლებით - 150 ლარად შეეძლებათ.
როგორც აკადემიაში ამბობენ, გამოცდაზე გასვლის მსურველი საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელთა ნაწილმაც მათ თხოვნით მიმართა, რათა მსმენელებისთვის მოსამზადებელი კურსი შეეთავაზებინათ.
კურსი საკმაოდ სწრაფად დაორგანიზდა და შეირჩა მენტორი, რომელსაც ზოგადი უნარების მიმართულებით, ტრენერობის უდიდესი გამოცდილება აქვს.
პროგრამაზე რეგისტრაცია ახლაც მიმდინარეობს და მსურველებს შეუძლიათ ორგანიზაციას დაუკავშირდნენ.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური