მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა.
კონკურსში მეორე ადგილზე - 77 ქულით სწორედ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის გუნდი, VII-კლასელ ნინი მიქელაძის კაპიტნობით, გავიდა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ელენე ცინარიძე - VII კლასი, ანასტასია ბერიძე - VII კლასი, ანა მიქელაძე - VI კლასი და ნუცა ცეცხლაძე - VI კლასი. გუნდის სასკოლო კურატორი კი შორენა ბერიძე გახლავთ.
ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ქობულეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილმა, ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა სულხან ნიჟარაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ.
სკოლის დირექცია გუნდის წევრებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო