მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ახმეტის ბესიკ მამიაურის სახელობის სახელოვნებო სკოლაში გამართულ ჭადრაკის ტურნირში.
აღნიშნული ტურნირი ყოფილი პედაგოგის - კლარა ძებისაშვილის ხსოვნას მიეძღვნა, სადაც სკოლის გუნდმა მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. ხოლო მე-11 კლასის მოსწავლე გოდერძი გოდერძიშვილი მე-2 ადგილის მფლობელი გახდა. მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ოტიაშვილი კი მე-3 ადგილზე გავიდა.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები. მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ბავშვები დაჯილდოვდნენ მედლებით.
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და მოსწავლეებს წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო