მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სამოქალაქო პასუხისმგებლობას ასწავლიან, ახალგაზრდების ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და მათ ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამუნა ბერიძესთან ერთად დაგეგმეს, საინტერესო, სახალისო აქტივობებით სავსე „გასვლითი დღე ბუნებაში“.
წელს, გარემოსდაცვითი დღესასწაული 54-ედ აღინიშნება და მოიცავს მრავალფეროვან ეკოაქტივობებს. მე-2ბ კლასი მასშტაბურ გარემოსდაცვით გამოწვევას აქტიურად შეუერთდა.
მოსწავლეებმა ზღვასთან მდებარე ქობულეთის პარკში მოაწყვეს სახალისო აქტივობები, თამაშები, გააფერადეს თემატური ნახატები, სახალისო ფერებით, ისეთი როგორიც უნდა იყოს ჩვენი პლანეტა.
„ჩვენი დღევანდელი დევიზია - „დედამიწა იმდენს გვაძლევს, დროა ჩვენც მივცეთ სიყვარული, დათესე - ბედნიერების, იმედის, წარმატებისა და სიყვარულის თესლი, ეს ყველაფერი კი უხვად დაგიბრუნდება- ესაა ბუნების კანონი“,- აღნიშნავენ სკოლაში და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო