სიახლეები
სკოლები

„დედამიწის დღეები“ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში
23-04-2024
-
+


ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ისეთ გლობალურ საკითხებს როგორიცაა გარემოს დაცვა, გლობალური დათბობა, მწვანე ეკონომიკა, კლიმატის ცვლილება, დედამიწის დღე.  

სწორედ ამიტომ, სკოლაში, მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით, 15-22 აპრილი „დედამიწის დღეების“ კვირეულად გამოცხადდა.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა აქტივობები: „დარგე და გაზარდე თუნდაც ერთი ძირი ხე“, „მოაწესრიგე შენი საარსებო გარემო“, „ბუნებაზე გამარჯვებას ნუ იზეიმებ წინასწარ, თორემ ბუნება შურს იძიებს ჩვენზე“.          

აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის ეზოს დასუფთავების, განაშენიანებისა და მოვლის სამუშაოებში.

მათ მოამზადეს ვიდეორგოლები, ასევე, სკოლაში გაკეთდა პრეზენტაციები დედამიწის გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით. 

„ვიდეორგოლებში გვიჩვენეს გზები, თუ როგორ ვიმოქმედოთ პლანეტის დაბინძურების შესამცირებლად და რა წვლილის შეტანა შეგვიძლია ამ მიმართულებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კვირეულის შემაჯამებელი დღე დაეთმო თემატური  ნახატების გამოფენას, ესეების პრეზენტაციას, შესრულდა კედლის მოხატულობები.

აღნიშნული ღონისძიებებით ამაღლდა მოსწავლეთა ცნობიერების დონე, გაიზარდა მოტივაცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ორგანიზატორ მასწავლებლებსა და მონაწილე მოსწავლეებს ჩართულობისა და ეფექტური აქტივობების განხორციელებისათვის.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საკადრო გადანაცვლება განათლების სამინისტროში - ხარისხის განვითარების ცენტრს ახალ დირექტორი ჰყავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი

„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება