სიახლეები
სიახლეები

რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
23-04-2024
-
+


დამტკიცდა ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს რესურსცენტრების დებულება, რომელსაც ხელს აწერს აჭარის ა/რ განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

დოკუმენტი უკვე ძალაშია და მეორე მუხლის მე-2 პუნქტში დეტალურადაა გაწერილი ის 35 საკითხი, რომელიც უშუალოდ შედის საგანმანათლებლო რესურსცენტრების კომპეტენციაში მათ შორისაა საჯარო სკოლებსა თუ სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა, ასევე აღნიშნული დაწესებულებების კონსულტირება.

რესურსცენტრებმა უნდა უზრუნველყონ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგი-შეფასება, შეადგინონ ანგარიშები, რომელთა საფუძველზე უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები; მათ შორის მონიტორინგი ეხება „ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვას ხელშემწყობი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით, ასევე, საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, მასწავლებლის შეფასების პროცესში და ხელი შეუწყონ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის დანერგვას.

ცვლილება შეეხო რესურსცენტრების უფლება-მოვალეობებს სკოლის დირექტორთა ნაწილშიც. დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ:

„კ) სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურის შესახებ, ასევე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების წარმოშობის/შეწყვეტის მიზნით;

ლ) სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ან სხვა უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების წარმოშობის, ასევე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით“.

ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებმა ასევე თვალყური უნდა ადევნონ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას, ითანამშრომლონ მულტიდისციპლინურ გუნდთან.

რაც შეეხება რესურსცენტრების როლს სკოლამდელ დაწესებულებებთან მიმართებით, „სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტების კონსულტირება და მხარდაჭერას სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით“, მათ მოვალეობად განისაზღვრა.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება