მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, Iბ კლასში განხორციელდა პროექტი - „ვაჩუქოთ გულები დედამიწას“, კლასში ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა.
გაიმართა საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „დედამიწის დღე“, რომელსაც კლასის დამრიგებელი ნანა მატუა ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღესთან დაკავშირებით შესრულდა სიმღერა დედამიწაზე და ანიმაციური ფილმის ჩვენება, მუსიკალურ აქტივობას კი, მუსიკის პედაგოგი თამუნა ჯანჯღავა ხელმძღვანელობდა.
ხელოვნების პედაგოგის ნანა ძაძამიას ხელმძღვანელობით კი, მოსწავლეებმა გააფერადეს გასაფერადებელი ნამუშევრები - „ჩვენი ლამაზი დედამიწა“.
ასევე, სკოლის ეზოში, მშობელთა ჩართულობით ჩატარდა სხვადასხვა სახალისო აქტივობები.
სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგებსა და მასწავლებლებს საინტერესო აქტივობებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ხელოვნების მასწავლებელს მარინა კვარაცხელიას გადაუხადეს თანადგომისთვის. მის მიერ ტილოზე დახატული დედამიწა ბავშვებმა თავიანთი ხელების ანაბეჭდებით გაალამაზეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო