მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიეძღვნა, რომელიც საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული.
კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. მე-3 - მე-9 კლასების მოწაფეებმა იმუშავეს მხატვრულ ტექსტებზე, რომლებიც დაიწერა კალმითა და გუაშის საღებავით. ბოლოს კი, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
მოსწავლეებმა ასევე შექმნეს მრავალფეროვანი პოსტერი და კედლის გაზეთი, რამაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სახელმწიფო ენის დღისთვის მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები ქართულ ენაზე, იმღერეს, მოამზადეს კითხვები ქართული ენის შესახებ და „გამოცნობანა“, ითამაშეს.
ღონისძიების დასასრულს, დასახელდნენ კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა:
1 ადგილი - ლილით მისკარიანი (მე-9 კლასი) და ლუიზა დარბინიანი (მე-4 კლასი)
2 ადგილი - ლიკა ხაჩატურიანი (მე-8 კლასი), მილენა მისკარიანი (მე-5 კლასი), მანე ხაჩატურიანი (მე-5 კლასი) და სილვა მისკარიანი (4 კლასი)
3ადგილი: კარინა მხიტარიანი (მე-3 კლასი), ალინა ხაჩატურიანი (მე-3 კლასი), მარინა მისკარიანი (მე-4 კლასი), ლაურა ვანიანი (მე-7 კლასი), ელადა მისკარიანი (მე-9 კლასი) და მანე მისკარიანი (მე-9 კლასი).
აღსანიშნავია, რომ ქართული ენის დღეს სკოლა ყოველწლიურად აღნიშნავს. მოსწავლეები აქტიურად, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობენ ყველა აქტივობაში.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სასკოლო თემში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, ენის ფლობის დონის ამაღლებას, საკომუნიკაციო, თანამშრომლობითი და ხელით წერის უნარების განვითარებას.
აქტივობა ქართული ენის (არაქართულენოვალი სკოლებისათვის) პედაგოგების ელენა მამულიანის, როზანნა კარაპეტიანისა და მ.გუნის ხელმძღვანელობით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო