მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის N10 საჯარო სკოლაში, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“, გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუსიკალურ კლუბ - „ჰარმონიას“ წევრები. კლუბის ხელმძღვანელი ლელა ბოხუა გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა. მოსწავლეებმა სიყვარულზე საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები გამოხატეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი პოეტების, მუსიკოსებისა და მხატვრების ნაკლებად ცნობილი ისტორიები სიყვარულზე, კლუბის წევრმა, მე-9 კლასის მოსწავლემ, საბა ჭაფანძემ წაიკითხა საკუთარი ლექსი სიყვარულზე, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებამ გამართეს დისკუსია სიყვარულის თემაზე, სადაც მასწავლებლებმა წაიკითხეს ლექსები სიყვარულზე.
ცნობისთვის, საქართველოში სიყვარულის დღის პირველად აღნიშვნა 1994 წელს რუსთაველის თეატრში დაგეგმილი კონცერტით დაიწყო. ამის თაობაზე გაზეთმა „კოქტეილმა“ აფიშით ამცნო თბილისის მოსახლეობას: „ქართველი ახალგაზრდობა ღირსია დღესასწაულის, რამეთუ ყველაზე ლამაზი და ერთგული სიყვარული მათ იციან. დაე, ტრადიციული სიყვარულის დღე — 15 აპრილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო