მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ბუნების გაკვეთილზე, წარადგინეს სცენარი - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ხელმძღვანელებდა პედაგოგი გულნარა სურმანიძე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ ღონისძიებით მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შეახსენეს, რომ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე, დავიცვათ და გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა.
მოსწავლეებმა ასევე წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნახატები და პრეზენტაციები. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს დედამიწას აწუხებს.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო