მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ყოველთვის იმართება.
ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო აქტივობა „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩატარდა.
აქტივობის ფარგლებში I-IV კლასის მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს და ასევე, ამ დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი ნახეს.
მათ, საკლასო ოთახში გამოფინეს ნამუშევრები, სკოლის ეზოში დარგეს ყვავილის ნერგები, მე-7 კლასის მოსწავლეებმა კი სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
ღონისძიება მოამზადეს დაწყებითი კლასის დამრიგებლებმა: მაია ჯელაძემ, ნათელა ნატმელაძემ და გეოგრაფიის პედაგოგმა - მაკა დვალმა.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო