მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.
ამჯერად, მოსწავლეები საგანმანათლებლო, სასკოლო ტურის - „აღმოაჩინე შენი მხატვარი“, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ.
ვიზიტისას, მოსწავლეები გაეცნენ შემდგომ მიმდინარეობებს: მაგიური რეალიზმი, კუბიზმი, ექპრესიონიზმი, სოციალური და ურბანული რეალიზმი, ეთნოგრაფიული სურათი, პოპარტი და ა.შ.
ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ამავე მიმდინარეობებში მოღვაწე ქართველი მხატვრების: ნათელა იანქოჩიშვილის, დიმიტრი ერისთავის, კოკი მახარაძის, ოლეგ ტიმჩენკოსა და სხვათა ნამუშევრები.
ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათში კულტურისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, ამის ნათელი მაგალითია „ჰელიოსელთა“ მისწრაფება გაეცნონ და შესწავლონ ქართველთა შემოქმედება, რომელიც ერის საგანძური და ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო