მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართა:
მოსწავლეებმა, სკოლაში, წარადგინეს სათანადო პრეზენტაცია, შექმნეს ნახატები. ასევე, სკოლის ეზო მოსწავლეებმა ლამაზად მოხატეს, შექმნეს საინფორმაციო დაფა. ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებმა ისაუბრეს გარემოს დაცვის შესახებ.
პროექტ „გავუფრთხილდეთ გარემოს“ ფარგლებში, სკოლაში, ასევე, შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და თემის წარმომადგენლები.
„ონლაინ ჩაგვერთო და გარემოს დაცვის საკითხებზე გვესაუბრა ქალბატონი ხათუნა თავართქილაძე- ეროვნული სატყეოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ანალიტიკის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ამავე დღეს, სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ ჩოხატაურის მერიის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ინიცირებულ აქტივობას, მონაწილეობდნენ აქციაში და საჩუქრად მიიღეს წიგნები.
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო