სიახლეები
სიახლეები

„ზომიერება ბუნების უდიდესი საჩუქარია…“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
23-04-2024
-
+


23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს. გთავაზობთ დიდი ქართველი მეცნიერის 13 გამონათქვამს:

1. „რა ძვირფასია შენთვის ის სახლი, სადაც შენი საყვარელი ადამიანი სუნთქავს“;

2. „სილამაზის და უბრალოების მორიგება მეტად ძნელია, მაგრამ მშვენიერებაც სწორედა ამ ორი თილისმის შედუღებაშია“;

3. „ანგელოზი საღორეშიც ანგელოზია, ღორი სამოთხეშიც ღორია“;

4. „ყველაფერი დაიკელით, ყველაფერზე უარი სთქვით... ოღონდ სიხარულს გაუფრთხილდით... ლაღი სული, წრფელი გული შეინახეთ“;

5. „ქართველი ხალხი, მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი“;

6. „ყველაფერს აქვს სევდიანი დასასრული და იმედიანი დასაწყისი“;

7. „საკვირველია, როგორ ეჭიდება ადამიანი მკვდარ მეგობარს, ნათესავს, მახლობელს! რომ სიცოცხლეშიც ამდენივე ეზრუნათ მათთვის, ადამიანი უფრო მეტ ხანს იცოცხლებდა“;

8. „რკინის დროებაში ვცხოვრობთ, ამიტომ ახლა ყველაზე ძნელი საშოვნელი გული ყოფილა. სიყვარული მოკვდა… მოკვდა!“

9. „ზომიერება ბუნების უდიდესი საჩუქარია…“

10. „სათქმელი უნდა ითქვას და ყველამ უნდა გაისუფთავოს გული. თუ ვინმეს ნემსის ოდენა ხინჯი დარჩება, იგი ისევ გაიზრდების, გაავდების, გასკდების და ყველას მოსწამლავს“;

11. „ყველას ვიღაც ჰყავს, ყველა ვიღაცისთვის რაღაც არის, მე კი მხოლოდ მე ვარ მარტოდმარტო, მივიწყებულ და პატარა კენჭივით დაკარგულ ქვეყნიურ ზღვაში“;

12. „ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“;

13. „ადამიანი მხოლოდ იმას აფასებს, რასაც ჰკარგავს და რასაც ხელახლა ჰპოულობს“;

14. „დალიეთ! დალიეთ მაგრამ ნუ გაილეშებით. გაიცინეთ, მაგრამ ცხენივით ნუ აჭიხვინდებით, იმღერეთ, ოღონდ ნუ აბღავლდებით, შეიყვარეთ, მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოჰკიდებთ“.

ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი 1876 წლის 11(23) აპრილს ქ. თბილისში, პედაგოგ ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ოჯახში დაიბადა.

მეცნიერის  მოღვაწეობამ და ბრძოლამ საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროები მნიშვნელოვნად ააღორძინა. 

ჯავახიშვილი 1940 წლის 18 ნოემბერს ლექციის კითხვის დროს გულის უეცარი შეტევის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალეს 21 ნოემბერს თსუ-ის ეზოში პირველი რექტორის - პ.მელიქიშვილის გვერდით. 1953 წელს მის საფლავზე დაიდგა მოქანდაკე თ. ღვინიაშვილის მიერ შესრულებული ქანდაკება. 1975 წელს თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრასთან გაიხსნა ი. ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიის სასწავლო-მემორიალური კაბინეტი, სადაც წარმოდგენილია მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მემორიალი მასალები და სამეცნიერო ლიტერატურა (1998 წელს, თსუ-ს დაარსებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, კაბინეტი საფუძვლიანად გაფართოვდა და ახალი ექპონატებით შეივსო).

1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება