მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან.
22 აპრილს ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა“, დაამზადეს პოსტერები, აჩვენეს ანიმაციური ფილმები აღნიშნულ თემაზე, თემში ბროშურები დაარიგეს.
„დედამიწა ჩვენი სახლია! მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ დედამიწას!“ - ერთხმად აღნიშნავენ მოსწავლეები და საზოგადოებას მეტი პასუხსიმგებლობისკენ მოუწოდებენ.
დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო