მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
ამ საზეიმო დღეს, სკოლაც, კერძოდ მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. პედაგოგმა მანანა ბარამიძემ მოსწავლეებს გააცნო ამ დღის მნიშვნელობა. სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნები გამოიტანეს, სცადეს პატარა მოთხრობის წაკითხვა, ბოლოს კი კარგი გადაწყვეტილებაც მიიღეს - ყოველდღე თითო მოთხრობას წაიკითხავენ.
მოსწავლეებმა თანატოლებს არაერთი საინტერესო ამბავი უამბეს საყვარელი მწერლების ცხოვრებიდან, ესაუბრნენ წიგნის გმირებზე, რომლებიც მეგზურობას უწევენ, ემეგობრებიან და მათთან ერთად, უფრო კეთილები, ტოლერანტულები და მეგობრულები ხდებიან.
ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო