მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში კარგად ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
„აჩუქე წიგნი“, - კამპანიის ფარგლებში, ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2ბ კლასმა, დამრიგებელ თამუნა ბერიძესა და ამავე სკოლის ბიბლიოთეკარ მანანა ცეცხლაძესთან ერთად წიგნის სამყაროში იმოგზაურეს და ქობულეთის „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიას ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა ერთმანეთს აჩუქეს მათი ასაკის შესაბამისი წიგნები, დაათვალიერეს მაღაზიათა ქსელში არსებული ლიტერატურა და ბოლოს, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ წიგნიერების ამაღლებისთვის საჭიროა მსგავსი აქტივობები, რათა შეაყვარონ პატარებს წიგნი და კითხვა - ამ მიზნით გამართული გასვლითი ღონისძიება, შთაბეჭდილებებით სავსე გამოვიდა, მოსწავლეებმა ერთმანეთს სასიამოვნო ემოციები გაუზიარეს.
ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს (რეზოლუცია № 3.18). გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო