სიახლეები
სკოლები

ბოსტანის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
23-04-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა. აღნიშნეს, რომ კითხვა ადამიანის თვალსაწიერის გაფართოებას უწყობს ხელს.

„ეს დღე ჩვენს სკოლაში ძალიან სასიამოვნოდ და სიხარულით დაიწყო“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა მკითხველთა ლიგის პროექტ „გაწიგნიანების“ გამოგზავნილი წიგნები მიიღეს.

საჩუქრებმა სასკოლო საზოგადოება ძალიან გააბედნიერა და გაახარა.

„ძალიან დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, სპონსორებს, ყველა გამომცემლობას, თითოეულ ადამიანს, ყველას, ვინც ჩვენი პატარა სკოლა შეარჩია პროექტის ფარგლებში და წიგნები გადასცა ჩვენს ლიტერატურულ კაფეს. ჩვენი ლიტერატურული კაფე მალე შეიკრიბება ახალი პრეზენტაციებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს.

გადაწყვეტილება მიიღეს განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საკადრო გადანაცვლება განათლების სამინისტროში - ხარისხის განვითარების ცენტრს ახალ დირექტორი ჰყავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი

„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება