მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვას პირველი კლასიდანვე სწავლობენ.
22 აპრილს პატარებმა დედამიწის დღე დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა ჩატარდა სკოლის Iა კლასში (კლასის ხელმძღვანელი - მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე).
მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლი, მოისმინეს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. გაიმართა დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში.
პატარებს IIა კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ (დამრიგებელი - ლია ბარბაქაძე). მათ ხელნაკეთი ბროშურები დაურიგეს პირველკლასელებს, ჩაერთნენ დიალოგში და კიდევ უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადეს ეს დღე.
რადგან დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, მათ ხელნაკეთ გლობუსზე დაამაგრეს სურვილები, დაწერეს თუ როგორი პლანეტა სურთ რომ ჰქონდეთ. მოსწავლეებმა ასევე დახატეს თემატური ნახატები და მოაწყვეს გამოფენა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო