მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის დღე შემოქმედებითი ღონისძიებით იზეიმეს.
სასკოლო ღონისძიება, მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავების, საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესების, მოტივაციის ამაღლებისა და ენის წარმოშობის ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინგლისური ენის მასწავლებლებმა - ნესტან აბაშიძემ და ნონა მიქელაძემ ჩაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული ემოციით იყო აღსავსე ღონისძიება, აქტივობები კი ინგლისურ ენაზე წარიმართა. მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით კითხულობდნენ ლექსებს, ასრულებდნენ მუსიკალურ ნომრებსა და თეატრალურ დადგმებს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა მონაწილე მოსწავლესა და ხელმძღვანელ მასწავლებლებს სახალისო და შემეცნებითი ღონისძიების ორგანიზებისათვის.
ცნობისთვის, 23 აპრილი არის ინგლისური ენის საერთაშორისო დღე, რაც აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა თვალსაჩინოებისთვის მიმართეს ვიდეო-რესურსებსაც
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო