მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლას, საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე დანიელი და დედა ელენე სტუმრობდნენ.
„ჩვენს ცხოვრებაში არის ხოლმე დღე, რომელიც „მიუაჩრდილებელი ნათლითაა“ სავსე, ადამიანის სულსა და გულს ბედნიერებით აამზიანებს და დაუვიწყარ დღესასწაულად აქცევს“, - ასე აფასებენ შეხვედრას სკოლაში, რომელიც თბილ გარემოში წარიმართა.
მე-9ა კლასმა, დამრიგებელ ზინა კაპანაძის ხელმძღვანელობით, მოამზადა დედა ელენე ნაფეტვარიძის წიგნის - „სიყვარული გზად და ხიდად“, პრეზენტაცია.
შეხვედრა დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან სტუმრებს, პედაგოგ ზინა კაპანაძეს, მე-9ა კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს.
„ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი დღეები... დიდი მადლი ტრიალებდა ჩვენს სკოლაში... წარუშლელი შთაბეჭდილებით, სიხარულითა და სიყვარულით სავსე იყო ყველა. სული ზეიმობდა...“, - შთაბეჭდილებები, რომლითაც სრულიად სასკოლო საზოგადოება აივსო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო