მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია, მოსწავლეებმა იციან, რომ ჩვენ, დედამიწელები საკუთარ „სახლს“ უნდა გავუფრთხილდეთ.
სწორედ ამ იდეით განმსჭვალულმა სასკოლო საზოგადოებამ, გარემოსდაცვითი კამპანიით - „დავასუფთაოთ დედამიწა“, აღნიშნა დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღე.
მოსწავლეებმა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, კიდევ ერთხელ გაიაზრეს გარემოზე ზრუნვის აუცილებლობა და თითოეული ადამიანის როლი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო