სიახლეები
სკოლები

ზინობიანისა და ჩანტლისყურის საჯარო სკოლების პედაგოგთა ინიციატივით, მინი ფეხბურთში მეგობრული შეხვედრა გაიმართა
24-04-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანისა და ჩანტლისყურის საჯარო სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ, ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და საერთო ინიციატივებში მოსწავლეებს აქტიურად რთავენ. 

ამჯერად, ზინობიანის საჯარო სკოლაში პედაგოგის კახაბერ გიორგაშვილისა და ჩანტლისყურის პედაგოგის მუხტარ ალიევის აქტიურობით, მინი ფეხბურთში მეგობრული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლების VI-VII კლასის მოსწავლე გოგონები და ბიჭები.

შეხვედრა ზინობიანის სკოლის გოგონების, ხოლო ჩანტლისყრის ბიჭების გუნდის გამარჯვებით დასრულდა. როგორც სკოლებში აღნიშნავენ, თამაში ძალიან სახალისო გამოვიდა, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებული, ორი მეზობელი სკოლის მოსწავლეების დამეგობრებასა და ინტეგრაციას.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საკადრო გადანაცვლება განათლების სამინისტროში - ხარისხის განვითარების ცენტრს ახალ დირექტორი ჰყავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი

„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება