სიახლეები
სკოლები

„დაიცავი დედამიწა“ - გარემოსდაცვითი კვირეული ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში
24-04-2024
-
+


გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია და ეს ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, მათ იციან, რომ დედამიწელები საკუთარ „სახლს“ უნდა გავუფრთხილდეთ და ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“. 

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გამოწვევა პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაა, რაც მოითხოვს პლასტმასის ნაწარმის 60 %-ით შემცირებას 2040 წლისთვის.

ეკოკლუბის მასწავლებლების ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტ-გაკვეთილი - „დაიცავი დედამიწა“. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, შეაგროვეს მაკულატურა და სკოლის ეზოში დარგეს მცენარეები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ნახეს პრეზენტაცია ამ თემასთან დაკავშირებით, შემდეგ კი იმუშავეს ჯგუფებში სხვადასხვა აქტივობებზე. ბოლოს კი, წერილი მიწერეს დედამიწას და დადეს პირობა, რომ იზრუნებენ მასზე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ეკოკლუბისგან გადაეცათ წამახალისებელი, მადლობის სიგელები, პროექტში აქტიური ჩართულობისათვის .

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს, გააზრებული აქვთ გარემოსდაცვითი მოვალეობები და ერთხმად მოუწოდებენ ყველას - ვიზრუნოთ დედამიწისა და ჩვენს კეთილდღეობაზე.

აღსანიშნავია, რომ კვირეულს პედაგოგები: ია მეტრეველი და დარეჯან ვაშაგაშვილი, ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება