მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორისაა სკოლის მოსწავლე ანა კურტანიძე.
ის, სპორტულ-შემეცნებით ღონისძიებაში - „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ მონაწილეობდა.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაზე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობებისა და სპორტსმენების შესახებ მომზადებული პრეზენტაციები, სადაც გამოვლინდნენ საუკეთესო პრეზენტაციის ავტორები.
აღსანიშნავია, რომ, აღნიშნულ ღონისძიებაზე III ადგილი დაიკავა მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კურტანიძემ, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპორტის მასწავლებელი დიანა გოგოლაძე.
საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს წიგნები და სიგელები გადაეცათ.
სკოლა მოსწავლით ამაყობს და მას კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო