მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ და ენთუზიაზმით ზეიმობენ თარიღებს, რომლებიც არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
23 აპრილს კი, სკოლაში ინგლისური ენის დღე იზეიმეს, ამ დღეს ინგლისურენოვანი ღონისძიება მიეძღვნა და მასში მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე ბავშვებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, სპექტაკლი დადგეს და ლექსები მიუძღვნეს ინგლისური ენის დღეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და სასკოლო საზოგადოება.
ღონისძიებას, მასწავლებელი ვარვარა ნორსოიანი ხელმძრვანელობდა.
23 აპრილი არის ინგლისური ენის საერთაშორისო დღე, რაც აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო