მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სკოლაში, საინტერესო ნახატები და საკონფერენციო თემები წარადგინეს.
მოსწავლეევმბა, ასევე მოისმინეს, დედამიწის დღის აღსანიშნავად, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტის, ნინო ფუტკარაძის ლექცია- მტირალას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შესახებ.
მოსწავლეთა გზავნილი იყო - „გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა!“„ვიზრუნოთ დედამიწაზე!“ „დედამიწა ჩვენი სახლია!“
აღნიშნულ დღეს ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექციამ, ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს, სერტიფიკატები გადასცა.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო