მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგთა საინტერესო ინიციატივა, რომელიც წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ამ დღის აღსანიშნავს, ყოველწლიურად უერთდება სკოლა, ამჯერად მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი კლასის მასწავლებლის - ლანა კილაძისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - ზურაბ ხაკიანის ინიციატივით, შექმნეს სასწავლო რესურსი, სახელმძღვანელო - „სახალისო სავარჯიშოები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის“.
მოსწავლეებმა ინტერნეტის გამოყენებით საძიებო სისტემიდან შეარჩიეს და გადმოწერეს სავარჯიშოები სკოლამდელი ასაკის მოსწავლეებისათვის და წიგნის საერთაშორისო დღეს საჩუქრად გადასცეს ბაღის მოსწავლეებს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს განუვითარდათ ციფრული წიგნიერებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. ასევე გაიზარდა მათი მოტივაცია და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო