მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1915 წლის 24 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და ამ დღესთან დაკავშირებით, მერვე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ვარდითერ იუზბაშიანთან ერთად, სოფელის ეკლესიის ეზოში ღონისძიება გამართეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ეს ღონისძიება ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ გენოციდი მოიცავდა ოსმალთა იმპერიის მიერ მილიონზე მეტი სომეხის დახოცვას.
მოსწავლეებმა ისიც აღნიშნეს, რომ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარეს და დაგმეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ ვენესუელამ, კანადამ, ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო