სიახლეები
სკოლები

„ჩვენ დედამიწის მეგობრები ვართ“ - ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
25-04-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული - „დედამიწა ჩვენი სახლია“.

აღსანიშნავია, რომ კვირეულს ხელმძღვანელობდნენ ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა ბერულავა, გეოგრაფიის მასწავლებლები: ეკა ადამია და ბესო ბესელია.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები:

VII კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად დაასუფთავეს მდინარე ტეხურის სანაპირო და ცენტრალური გზის მხარე.

მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები - „გაუფთხილდით ბუნებას!“, ბუკლეტები დაურიგეს ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და საზოგადოების წევრებს.

აღსანიშნავია, რომ  VII კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს სამკერდე ნიშნები - „ჩვენ დედამიწის მეგობრები ვართ“. 

ბავშვებმა ასევე მოაწყვეს ნახატების გამოფენა - „მივუძღვენი დედამიწას ერთი ნამუშევარი“. ასევე მოეწყო საინტერესო ინიციატივა -  „მე დედამიწა ვარ და რომ შემეძლოს ვიტყოდი რომ...“, რომელშიც მონაწილეობდნენ  მასწავლებლები და ბიბლიოთეკარი მაშა თოფურია.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შექმნეს „წითელი წიგნი“ საქართველოს წითელი წიგნის კვალდაკვალ. შეკრიბეს ცალკეული ცნობები ტყის იმ ფრინველებზე და ცხოველებზე, რომლებიც შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. რაც იმას ნიშნავს, რომ სასტიკად აკრძალულია მათი მოსპობა.

VII კლასის მოსწავლეებმა მოსახლეობას გაუგზავნეს მესიჯი - „ბუნება განსაცდელშია! დავეხმაროთ დედამიწას“.

ასევე, ბავშვებმა შეკრიბეს ცნობები მსოფლიოს ულამაზესი და ღირსშესანიშნავ ადგილებზე და ყველაზე საშინელ კატასტროფებზე, მსოფლიოს მაშტაბით. საქართველოში მომხდარ შოვისა და ბაღდადის ტრაგედიებზე.

კვირეულის ბოლოს, გაიმართა გასვლითი ღონისძიება ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შემდეგი აქტივობებთ:

22 აპრილი - დედამიწის დღე - ადამიანის ზეგავლენა გარემოზე;  ჰაერის დაცვა ჩვენი მოვალეობა; წყლის დაცვა ჩემი უფლებაა!; არ გავჩეხოთ ტყე ჟანგბადის წყაროა!; ჩატარდა პრეზენტაცია თითოეული თემის გარშემო. 

ბოლოს კი, ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება, თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“, კლასის ხელმძღვანელი კი ნაირა ბერულავა გახლდათ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება