მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ და ისინი სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, 22 აპრილს „უცხო ენათა კვირეულის“ პროგრამით, ინგლისური ენის მასწავლებელ ნათია ყანჩაველის ხელმძღვანელობით, მე-7 დ კლასის (დამრიგებელი კახაბერ ტყეშელაშვილი) მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“.
პროექტის მონაწილეებმა გაითამაშეს ამ ცნობილი რომანის სხვადასხვა ეპიზოდიდან სცენები.
„მათ გადმოცემულ ამბავს ჰყავდა მთხრობელი, იყვნენ რომეო და ჯულიეტაც, მე-7დ კლასის მოსწავლე შოთა ჩხენკელმა ოსტატურად დახატა დორიან გრეის ორივე პორტრეტი“, - გვიყვებიან სკოლაში.
იმავე დღეს მე-8გ კლასის (დამრიგებელი და ინგლისურის მასწავლებელი ნათია ყანჩაველი) მოსწავლეებმა ხატოვნად მოუთხრეს დამსწრე საზოგადოებას პრინცესა დაიანასა და კოკო შანელის შესახებ.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესს მრავალფეროვნებას სძენს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო