მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. შესაბამისად სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
დღესასწაულს არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება მიეძღვნა.
გთავაზობთ ერთ-ერთ ნიმუშს აქტივობათა სერიიდან - წიგნის შექმნა.
მეორე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ქეთინო მელიქიშვილთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებზე აგებული, ილუსტრირებული წიგნი - „საგანძური“ წარმოადგინეს.
პედაგოგმა - ქეთინო მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ განხორციელებული აქტივობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დამყარდეს კავშირი სწავლასა და გართობას შორის, რადგან კითხვისა და ზოგადად, სწავლის სურვილი მოსწავლეებს განსაკუთრებით მაშინ უჩნდებათ, როდესაც თვითონ ქმნიან, აკეთებენ, აღმოაჩენენ. სწორედ ამ დროს არის სწავლება უფრო საფუძვლიანი და წარმატებული. ამ დროს იზრდება მოსწავლეთა ინტერესი ლიტერატურის მიმართ და მოზარდებს უჩნდებათ სურვილი შექმნან წიგნები – წიგნის ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით.
ამ კონკრეტულ სიტუაციაში, წიგნის შექმნის პროცესში, მეორე კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც