მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, I კლასის მოსწავლეებს მასწავლებელმა - ნატო ნანავამ საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა.
დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა ლამაზი, ფერად-ფერადი წიგნები გააკეთეს. მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა ადამიანის მრავალმხრივ განვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს