მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის შემოგარენში დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
მათ კიდევ ერთხელ გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.
„ჩვენ ყოველი ჩვენი მოქმედებით შეგვიძლია დადებითი გავლენა ვიქონიოთ ამ პროცესზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს ნაგვის გაწმენდა, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება თუ სხვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გულმოდგინედ იმუშავეს წიგნზე
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო