მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N191 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა თანამედროვე მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს და მათ მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
სკოლა ახლახან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.
საერთაშორისო კამპანიის - „კაცები ზრუნავენ“, ფარგლებში, სკოლაში ხორციელდება პროექტი - boyhood initiative.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია 11-13 წლის ბიჭებში ძალადობის პრევენცია; თანასწორობის გრძნობის გაღვივება; ჰარმონიული გარემოს შენარჩუნება; გაჯეტებზე დამოკიდებულების შემცირება.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულია სკოლის VIგ კლასი. დამრიგებელის თათია გელაშვილის ხელმძღვანელობით.
პროექტის ფარგლებში, არაერთმა საინტერესო დღემ განვლო, რომლებიც დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით.
პირველ დღეს, სკოლაში დიდი პატივისცემით უმასპინძლეს დავით გორგილაძეს, მეორე დღეს ალექსანდრე ლორთქიფანიძეს, მესამე დღეს კი - გიორგი ლიპარიშვილს.
აღსანისნავია, რომ გლობალური კამპანიის - „კაცები ზრუნავენ“, მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გულმოდგინედ იმუშავეს წიგნზე
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო