მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს უნერგავენ, სწორედ წიგნიერი ახალგაზდები აკეთებენ ისეთ ჰუმანურ საქმეს, როგორიც იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა კამპანიის - „აჩუქე წიგნი“, ფარგლებში განახორციელეს.
მე-5ა კლასის მოსწავლეები მასშტაბურ გამოწვევას შეუერთდნენ და დამრიგებელთან, თამარ დავითულიანთან ერთად, სარეაბილიტაციო ცენტრ - „განთიადს“ ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა ცენტრის მკვიდრებს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით უსახსოვრეს მხატვრული ლიტერატურა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გრძელდება წიგნის ჩუქების ტრადიცია, მოსწავლეები და მასწავლებლები სასიამოვნო ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ.
ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საინტერესო ინიციატივა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„აქტივობამ, არა მხოლოდ მოსწავლეთა კითხვის უნარები გააუმჯობესა, არამედ ლიტერატურის მიმართ სიყვარულიც გააღრმავა“