სიახლეები
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო

2024 წლის ხელვაჩაურის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
25-04-2024
-
+


25 აპრილს, სარფის საჯარო სკოლაში 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა. 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემ, ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა მერაბ ვარშალომიძემ და მასპინძელი, სარფის საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა მგელაძემ. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.



ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 5-5 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის VII კლასელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა 72 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანასტასია კახიძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ თამაზ კახიძე, თამარ თებიძე, სალომე მალაყმაძე და ნათია სალვარიძე. 

მეორე ადგილზე 71 ქულით გავიდა ორთაბათუმის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი ნიკოლოზ ტარიელაძის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: სესილი ხალვაში VII კლასი, თიკა დავითაძე VI კლასი, ელენე კონცელიძე VI კლასი და გურამ აბესლამიძე VI კლასი.  

მესამე ადგილი კი მოიპოვა ფერიის საჯარო სკოლის გუნდმა ასევე 70 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი მილენა ვერძაძე. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: მარიამ ჯიოშვილი VII კლასი, ანასტასია ბასილაძე VII კლასი, მარიამ ხუჯაძე VI კლასი და ნატალი ნაკაშიძე VII კლასი. 

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი გავიდნენ ქედქედის და ზემო ახალშენის საჯარო სკოლების გუნდები, VII კლასელი ლუკა კოპინაძის და ასევე VII კლასელი გოგიტა შაინიძის ხელმძღვანელობით. აქვე აღსანიშნავია, რომ პირველ ხუთ ადგილზე გასული გუნდები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 





ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

ხელვაჩაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ქართული ენის სწავლების ვალდებულება კანონით განისაზღვრება - რა იცვლება მომავალი სასწავლო წლიდან

ატარა მაყურებელს დაუვიწყარი თავგადასავალი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა აჩუქა

აბიტურიენტებს უცხოური ენის ტესტის სპეციფიკას naec-ის სპეციალისტები გააცნობენ - დეტალები

ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა - შემთხვევა ავჭალაში მოხდა

პიროვნება

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

„საშინაო დავალებას მაქსიმუმ 15 წუთი უნდა სჭირდებოდეს“ - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე საუბრობს

„საშინაო დავალება მოსწავლის შესაძლებლობებზე უნდა იყოს მორგებული“ - თლუღის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთო გვენცაძე

სკოლები

მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს 36 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობაზე

მოსწავლეებმა ყველაზე ძვირფას ადამიანებს - დედებს -  სიყვარული და პატივისცემა საკუთარი ნამუშევრებით დაუდასტურე

აქტივობის ფარგლებში,  პედაგოგის - ასმირა ჯანოიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები პოეტებისა და მწერლების შემოქმედებიდან

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სატრენინგო პროცესში

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება