მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები გარემოს მოვლასა და მოფრთხილებას ასწავლიან.
ამჯერად, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა. მე-7ე კლასის (დამრიგებელი დალი ბესტაევა) მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელ ხათუნა ყვავაძის ხელმძღვანელობით დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
მასწავლებელმა მათ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ყველა ადამიანის საერთო სახლის - პლანეტა დედამიწის შესახებ და მის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა.
„პედაგოგმა ასევე ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ადამიანები უქმნიან დედამიწას და ყველასთვის სავალდებულო ცოდნაზე, რაც პლანეტის უკეთესი მომავლისათვის მის ყველა მცხოვრებს უნდა ჰქონდეს შეთვისებული“, - გვიყვებიან სკოლაში.
მე-7 კლასელებმა ამ დღის აღსანიშნავად ეზოში სხვადასხვა მცენარეც დარგეს. გარემოსდაცვით აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც